დავით ნარმანია USAID-ის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. სემეკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში USAID-ის როლზე ისაუბრა და ყურადღება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პირობებში ბაზრის მონაწილეთა ტრენინგების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელსაც USAID უზრუნველყოფს. ​
​სემეკ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკული ბაზარის სიახლეები და ბაზრის კონცეფციის მოთხოვნები მიმოიხილა. სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაწილეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას. ​
USAID-ის ენერგეტიკულმა პროგრამამ ვაჭრობის სიმულაციების ტრენინგების სერია წარადგინა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების უნარების განვითარებას, რათა მათ შეძლონ კონკურენტულ ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობა. ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) სავაჭრო პლატფორმის შემუშავებული დემო ვერსიის საშუალებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები ჩაერთვებიან ბაზრის სიმულაციაში და გამოიმუშავებენ საჭირო უნარ-ჩვევებს, რათა მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით კონკურენტულ ვაჭრობაში, რომლის დაწყებაც დაგეგმილია 2021 წლის ივლისიდან. ამ ტიპის ვაჭრობის მექანიზმი ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას სარგებელი მოაქვს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე – მწარმოებლისთვის, რადგან ზრდის კონკურენციას ბაზარზე და ხელს უწყობს ფასების გამჭვირვალობას.​
სემეკ-ისა და USAID საქართველოს მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ტრენინგ-სესიების ოფიციალური გახსნის ღონისძიება სემეკ-ში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები