ირაკლი კობახიძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: წარმოადგინოს, რა აქვს, ზუსტად მათ მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს
„ჩვენ გვესმის მუდმივად ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სპეკულაცია, როცა არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ეთერში გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც სახელისუფლებო გუნდი თვალთვალში დაადანაშაულა.
„წარმოადგინოს, რა აქვს. ზუსტად ამ პოლიტიკური პარტიის მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს 2012 წელს. აქედან გამომდინარე, დღეს სრულიად სხვა სურათია როგორც საარჩევნო, ასევე – არასაარჩევნო პერიოდში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.