მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

მინისტრის განცხადებით, სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ყველაფერი გააკეთეს, რომ გამოცდების მიმდინარეობისას თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას. პანდემიის გამო, წელს გამოცდები უჩვეულო გარემოში ჩატარდა. ამ გამოწვევის მიუხედავად, თქვენ შეძელით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თქვენი ცოდნით სასურველ მიზანს მიაღწიეთ.

ჩვენ, სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო და გამოცდების მიმდინარეობისას დაცული ყოფილიყო თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენი ხელშეწყობისთვის, რადგან განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებას, წინსვლას, ჯანმრთელობასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელის მილოცვას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები