გია აბაშიძე: ღია სივრცეებში “ნაცაქტივისტების” მასობრივი მობილიზების ტოტალურ დეფიციტსა და, მათივე კვლევებით, “ნაცების” ერთობლივ დაბალ რეიტინგს რა ვუყოთ?

„გაერთიანებული ნაცები“ ბორჯომში შეკრებილან “ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის თაობაზე პოზიციების შესაჯერებლად”. ჟღერს, არა? თუმცა, ღია სივრცეებში “ნაცაქტივისტების” მასობრივი მობილიზების ტოტალურ დეფიციტსა და, მათივე კვლევებით, “ნაცების” ერთობლივ დაბალ რეიტინგს რა ვუყოთ?”, – ამის შესახებ სოციაურ ქსელში ექსპერტი, გია აბაშიძე წერს.

ცხადია, “ნაცოპოზიციას” უფლება აქვს, მშვიდობიანად შეიკრიბოს ყველგან – ფანჩატურში, ტყეში, კოცონთან (ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვით), ბავშვების მიერ მოწყობილ “შტაბში” და ა.შ. მათივე და ნებისმიერის უფლებაა, განიხილოს პოლიტიკური ცვლილებები არაძალადობრივი გზით. თუმცა, ამდენი “მრავალრიცხოვანი” ფუჭი შეკრებები, დეკლარაციობანა და შემდეგ ერთმანეთის დამუნათება ნაცოპფლანზე, ხომ აშკარა ფარსად იქცა?

31 ოქტომბერს საქართველოში კვლავაც ჩატარდება სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები და ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორები კვლავაც იხილავენ. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” მესამედაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და დააკომპლექტებს მთავრობას და განახორციელებს დაპირებულ მორიგ რეფორმებს.

არაერთის სურვილია, რომ გვყავდეს, ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიციური ველი, სადაც უაზროდ კი არ იკრიბებიან და “პრემიერის პოსტს ართმევენ” ერთმანეთს, იბუტებიან, “თანხმდენიან”, არამედ სადაც პროგრამების ჭიდილია ამომრჩეველთა გულის მოსაგებად. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. მალე ვნახავთ ამ კონსტრუქციულ რეალობასაც”, – წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები