ირაკლი ლატარია: ლევან ვარშალომიძემ 10 კაცზე მეტი რომ ვერ იპოვა დასახვედრად და იბღინძება, მათი ამბიცია მომცა და შეიძლება, მარსზე აგარაკიც დავდგა

 

ექსპერტი ირაკლი ლატარია,, ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას ირონიული პოსტით ეხმიანება.

,,ეს რა ვნახე, მეგობრებო, მთელი ბათუმი და მთელი ქობულეთი და მგონი მთელი პლანეტა დახვდა ვარშალომიძეს ბათუმში ასეთი მხარდაჭერა თუ ქონდა არ მეგონა. ის, აუცილებლად მოიგებს ჯოკერს, ბურას, შეიძლება შაშკიც, მაგრამ ვარშალომიძე ვერასოდეს, ვერასოდეს მოიგებს არჩევნებს ვერსად. ხო მართლა, 10 კაცზე მეტი რომ ვერ იპოვა დასახვედრად და იბღინძება, არა ნუ, ამათი ამბიცია მომცა და შეიძლება მარსზე რამდენიმე აგარაკიც დავდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები