ზაზა ლომინაძე: „ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მოქალაქე და მისი უფლებებია

„ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მოქალაქე და მისი უფლებებია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თითოეული მოქალაქე თანაბარ, ღირსეულ პირობებში ცხოვრობდეს,”-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ხარებავას ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე ადგილობრივების მხრიდან სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციალურ, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

,,ჩემს მთავარ ამოცანად დავსახე – შევხვდე მაქსიმალურად ბევრ მოქალაქეს, ვისაუბროთ, აზრები გავცვალოთ, თუნდაც ვიკამათოთ და ერთად მივიდეთ სასურველ შედეგებამდე.

ავტოქარხნის დასახლებაში ხარებავას ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია. მათი უმთავრესი პრობლემა დასაქმება და სოციალური საკითხებია. ეს დასახლება კვლავ ინარჩუნებს ქუთაისის ინდუსტრიული ზონის სახელს, აქ მუშაობს რამდენიმე მძიმე და მსუბუქი მრეწველობის საწარმო, შენდება ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც არ აუვლია გვერდი ამ დასახლებისთვის. თუმცა, როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ირკვევა, კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო. აქ სულ მალე ახალი მოედანი აშენდება, რომელიც ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის დამატებითი სივრცე იქნება ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად.

„ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მოქალაქე და მისი უფლებებია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თითოეული მოქალაქე თანაბარ, ღირსეულ პირობებში ცხოვრობდეს,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები