ნოჯიხევში განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნაფოშტუში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 14 821 ლარს შეადგენს და განათების სისტემის მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება.

წელს, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 პროექტი განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები