ზურაბ ქადაგიძე: „სერიიდან – მაოხრებელი გზირი 2″ – მისასალმებელია ბატონი მიხეილის გადაწყვეტილება, საქართველოში დაბრუნების თაობაზე, ქვეყანა დაზოგავს ექსტრადირების პროცედურების ხარჯებს
„გელით გაშლილი ხელით”, – ასე ეხმაურება ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას და აღნიშნავს, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში, ქვეყანა ექსტრადირების ხარჯებს დაზოგავს.
მისი თქმით, მისასალმებელია ბატონი მიხეილის გადაწყვეტილება, საქართველოში დაბრუნების თაობაზე, რადგან ქვეყანა ექსტრადირების პროცედურების ხარჯებს დაზოგავს.
„სერიიდან-მაოხრებელი გზირი 2″
ნამდვილად მისასალმებელია ბატონი მიხეილის გადაწყვეტილება, საქართველოში დაბრუნების თაობაზე.
ქვეყანა დაზოგავს ექსტრადირების პროცედურების ხარჯებს;
მოხდება სამართლის აღსრულება და სასამართლო გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ დაიწყებს მართლმსაჯულების წარმოებას;
მაგალითს მისცემს ძებნილ კრიმინალებს,რომ თავისი სურვილით დაბრუნდნენ და ჩაბარდნენ ქართულ მართლმსაჯულებას;
ვიცით რა, მისი „რკინის” ხასიათი, დიდი ალბათობით, დაამღერებს მისი თანამებრძოლების “კეთილ საქმეებს”-საკუთარი შეღავათების სანაცვლოდ.
საშუალებას მისცემს საკუთარ მომხრეებს ახლოდან, თუნდაც სასამართლო დარბაზში ბორკილდადებული, იხილონ ბელადი.
გელით გაშლილი ხელით”. – წერს ქადაგიძე.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.