საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში დაფიქსირდა. აქედან ორი ინფიცირებული საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი, 4 რამდენიმე დღის წინ დადასტურებული საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლის ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ორი კი ქობულეთში ბოლოს გამოვლენილი შემთხევის კონტაქტია.
მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა. ყველა მათგანი გადაყვანილია ბათუმის კოვიდცენტრში.

რაც შეეხება პისიარ ტესტირებას, ბათუმში, ბულვარსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის პარკის ტერიტორიაზე ტესტირება უფასოდ მიმდინარეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 100-ზე მეტ პირს. პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში კორონავირუსზე 30 პაციენტი მკურნალობს. მათგან რვას პნევმონია აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები