არჩილ თალაკვაძე: თუ ასეთი საჭიროება იქნება, მზად ვართ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატებით დამაჯერებლად გავიმარჯვოთ
თუ ასეთი საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატებით დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, საარჩევნო კამპანიის პროცესში საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება.
„მეორე ტური ეს არის დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. თუ ასეთი საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატებით დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა გვაქვს, გვაქვს საზოგადოების ნდობა. ამიტომ, გვჯერა, არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.
რაც შეეხება რეიტინგს, არაერთი კვლევა არის საჯარო. მინდა, დაგარწმუნოთ, დღეს არსებული მხარდაჭერით და ეს არის საარჩევნო კაპმანიის დასწყისი, უმრავლესობის ჩამოყალიბებას შევძლებთ, ასევე მთავრობის დაკომპლექტებას მომავალ პარლამენტში. ჩვენი მოლოდინია, წარმატებული საარჩევნო კაპმანიით, მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.