გარდაბანში კორონავირუსისგან 3 ადამიანი განიკურნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში მცხოვრები 3 პირი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

მათი თქმით, გარდაბანში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება.

” გამოჯანმრთელებულები სოფელ ყარაჯალარის მკვიდრები არიან. აქვე გეტყვით, რომ გარდაბანში 21 პირის საკვლევი მასალის ტესტის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი. გამოკვლეულ პირებს შორის 14 საბაჟოს თანამშრომელი იყო, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც დანარჩენ შვიდ პირს”,-განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები