თამარ ბაჩალიაშვილის დედა: გამოძიებისგან თანხმობა მივიღეთ, რომ გარკვეული პირები ხელახლა დაიკითხებიან

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვეს.

ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, გამოძიებისგან თანხმობა მიიღეს, რომ გარკვეული პირები ხელახლა დაიკითხებიან.

„დღეს არაფერზე არ მიმიღია პასუხი. მწყემსის შვილის დაკითხვა არ მომეწონა, ადრე ფორმალურად იყო დაკითხული და მოვითხოვეთ ხელახლა დაკითხვა როგორც მისი, ასევე სხვა პირების და ამ მოთხოვნაზე მივიღეთ თანხმობა. საქმის დამატებითი დეტალების გაცნობა დღეს ვერ მოვასწარი. დღეს მოვითხოვე მუხლის გადაკვალიფიცირება და მითხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხს ველოდებით დღის ბოლოს და მაშინ გადაკვალიფიცირდებაო”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები