ბადრი ლიპარტელიანი: ლენტეხში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში GOVID-19-ის ორი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ე.წ. მესტიის კლასტერს უკავშირდება.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და კონტაქტებს იკვლევენ. პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ წუთებში კვლევები უტარდებათ.

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
“მე ახლაც სასაშში ვიმყოფები, სამწუხაროდ გვაქვს დაინფიცირების 2 შემთხვევა. ინფიცირებული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან, დაახლოებით, 50 წლამდე. შესაძლოა, იყოს ე.წ. მესტიის კლასტერთან დაკავშირებული. ადგილზე ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და მიმდიანრეობს მოკვლევა:, – უთხრა “რეგიონულ კვირას” ბადრი ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები