მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია და წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

მისივე თქმით, კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე, 240 პაციენტი მკურნალობს.

“კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 240 ადამიანი მკურნალობს. 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 23 კი მძიმეა.

15 ახალი შემთხვევიდან – 4-ის წყარო არის ლენჯერი, 6 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, სამი არის შემოტანილი შემთხვევა, 2-ზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით.

ჩვენს ცენტრში 32 პაციენტი გვყავს, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ორის მძიმეა, დანარჩენების კი საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები