რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თორნიკე გოგებაშვილი აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

„20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები