ქედის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების მოწესრიგებისთვის 550 000 ლარია გამოყოფილი

 

ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეჩერებულა და მუნიციპალიტეტში სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზების დასაგებად მზა ბეტონის შეძენისათვის გამოყოფილია 166 500 ლარი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარი დაიგება.

“შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობისთვის წელს მუნიციპალიტეტს 550 000 ლარი აქვს გამოყოფილი. პარალელურად აჭარის საავტომობილო გზების მიერ, წესრიგდება საავტომობილო გზებიც, რომლის ფარგლებში 28 კმ გზა მოწესრიგდება, დაიგება 9 050 კბმ ბეტონი. პროგრამის ბიუჯეტი კი მილიონ 220 000 ლარია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები