ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო PSR ტესტის ჩაბარებას მოქალაქეები 17 საათიდან შეძლებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში კარვები გაიშლება, სადაც მოსახლეობას უფასო PSR დიაგნოსტიკის ჩატარება 17:00 საათიდან 22:00 საათამდე შეეძლებათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კარვები ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლსა და ბულვარის ტერიტორიაზე გაიშლება, ხოლო ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე.

,,აქამდე დიაგნოსტიკა სხვადასხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში, აგრეთვე გაფართოებულ ჯგუფებში ხორციელდებოდა, მაგრამ ვინაიდან, ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ისეთი პაციენტისა, რომლის ინფექციის წყაროც ვერ იქნა დაზუსტებული, მიზანშეწონილად ჩაითვალა გაფართოებული ტესტირების ჩატარება, რომელიც მოსახლეობისათვის უფასო იქნება. სანაპიროზე, ბულვარის ტერიტორიაზე გაიშლება ორი კარავი დღის მეორე ნახევარში. მოქალაქეებს ანალიზების აღება შეეძლებათ 17:00 საათიდან 22:00 საათამდე. ნებისმიერი პირი PSR​ ტესტს ჩაიტარებს, ჩაიწერება მისი საკონტაქტო ინფორმაციაც. 24 საათის განმავლობაში კი შედეგს აცნობებენ“, -განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში კორონავირუსზე 25 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება კაფე ,,ჰავანასთან” დაკავშირებულ კონტაქტებს, ყველა პირი იზოლაციაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები