ზაზა ლომინაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის

„ქარული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალგაზრდებს შეხვდა. საუბარი ახალაგზრდა თაობისთვის აქტუალურ საკითხებს შეეხო.
„ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო, თუმცა ამავდროულად რთულ ეპოქაში უწევთ ცხოვრება, უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, მაგრამ აქვთ განუსაზღვრელი შესაძლებლობებიც.
საბედნიეროდ, საქართველოში ახალგაზრდები იკავებენ საპასუხისმგებლო პოზიციებს, როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორებში და წარმატებით ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.
ამასთანავე,მათგან მუდამ მოდის ის მუხტი, რაც ყველა სახელმწიფოს სჭირდება წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკა მიმართულია სწორედ მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მრავალი ახალგაზრდული პროექტი და პროგრამა ხორციელდება. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის ერთი წლის სწავლის საფასურის გადახდის შესახებ და ამ გადაწყვეტილებით ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტი დაუბრუნდება უმაღლეს სასწავლებლებს.
წელს სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც. ესეც კიდევ ერთი დიდი შანსია მათთვის – აქვე, მშობლიურ ქალაქში ექნებათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების დონის უმაღლესი სასწავლებელი.
ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ყველა სირთულე – ახალგაზრდების შემართება და ჩვენი გამოცდილება ამ შესაძლებლობას მოგვცემს!“- განაცხადა ზაზა ლომინაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები