სამტრედიაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაცნენ

სამტრედიაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაცნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მონიტორინგის ფარგლებში, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან ვალერი ფოცხვერიასთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა გოგიასთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაათვალიერეს: ოფეთის, კორმაღლის და ჭოგნარის, საჯარო სკოლებში მიმდინარე და სოფელ ოფეთში სპორტული მოედნის დასრულებული სარებილიტაციო სამუშაოები.

ხელისუფლების წარმომადგენლები შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და განსაკუთრებული ყურადღება სამუშაოების ხარისხზე და ვადებზე გაამახვილეს”,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები