სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გრიგოლ დალაქიშვილი გაეცნო

სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე მერის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი გაეცნო. ამის შესახ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესში მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი აქტიურად ჩაერთო.

იგი კონკრეტულ ლოკაციებზე კონკრეტულ სამუშაოებს ეცნობა.

დღეს, მერის პირველმა მოადგილემ,ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად, კაკაბაძის და გალაკტიონის ქუჩებზე სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშოაები დაათვალიერა”,- ნათქვამია მერიის ინფორამციაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით შვიდი სპორტული მოედანი რეაბილიტირდება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები