ტიტე აროშიძე: აჭარაში თხილის მოსავლის აღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.

“თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მეთხილე ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მეთხილეობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად და დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი თანადაფინანსების პრინციპით გადასცა მეთხილე ფერმერებს. ასევე 2000 ჰა ფართობზე ჩატარდა აგრარული ექსტენცია.

წელს აჭარში 5 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები