ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლის მონაწილეობით, დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს(ფოტო,ვიდეო)

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლის მონაწილეობით, დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ფილმის გადაღებას, რეჟისორ გიორგი მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, “ჯი ემ სტუდიო“ უზრუნველყოფს.

ფილმის მიზანი, სამთო მეტალურგიული პროფესიების უფრო მეტად პოპულარიზაციაა.

„მიმდინარე წლის ოქტომბერში, კინოფესტივალი „ერთი დღე“ გაიმართება. ფესტივალის შემოქმედებითი ჯგუფი, იმ კომპანიებით დაინტერესდა, სადაც სამთო მეტალურგიული პროფესიის მქონე კადრები არიან დასაქმებულნი. მოკლემტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის დახმარებით, ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამოყენებით, გვსურს მაყურებელს ვაჩვენოთ მშრომელი ადამიანის ერთი დღე და გავხადოთ ფესტივალის გმირი, რომელიც მისაბაძი გახდება და დასაჩუქრდება ყველაზე ძვირფასით – ფესტივალზე მყოფი საზოგადოების, ასევე მისი კოლეგების სიყვარულითა და პატივისცემით. მაყურებელი ამ ფილმში არა მხოლოდ მის ერთ დღეს ნახავს, არამედ მისი ცხოვრების ძირითად მომენტებს, რომელსაც იგი საწარმოში ატარებს და რომლითაც ის ამაყობს, რადგანაც ეს საწარმო ემსახურება სამშობლოს, რომელსაც საქართველო ჰქვია“,- აღნიშნავს გიორგი მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები