ფოთის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან ქალაქ ფოთის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ფოთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ჩართულობით და ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო სახსრების მობილიზებით ხორციელდება.
ფოთის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების 382 თანამშრომელი სექტემბრიდან 100 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.
მიმდინარე წელს აიპის სახელფასო ფონდი 160 ათასი ლარით გაიზარდა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს 9 სკოლამდელ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 518 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ქალაქში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. 9 აპრილის ხეივანში, N-5 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ახალი სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობას ლტოლვილთა დანიის საბჭო, ხოლო ბარათაშვილის ქუჩაზე ახალი ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები