გონიოში, სასტუმრო ,,მგზავრებში” ძლიერი დაკვამლიანების გამო მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო

გონიოში, სასტუმრო ,,მგზავრებში” ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც 5-მდე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა სასტუმროში მყოფი ვიზიტორების ევაკუაცია. ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე- მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, დაკვამლიანება ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შემთხვევიდან მალევე მოხდა ინციდენტის აღმოფხვრა.
რაც შეეხება დაშავებულებს, მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმის იყო. ისინი ამ დროისთვის, ბინაზე არიან გაწერილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები