ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში პატრულირება ჩაატარეს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დისლოცირებულმა I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირე ჯგუფმა და ავღანეთის ნაციონალური ჯარის წევრებმა ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეითი პატრულირების ამოცანას ბაზის გარე პერიმეტრის რეკოგნოსცირება და უსაფრთხოების ზომების დაცვა წარმოადგენდა.

“I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ ბაგრამის მთავრობის წარმომადგენელს ფარვანის პროვინციიდან, ბაგრამის საავიაციო ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფის გეგმა გააცნო.
I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის „მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები