ნინო ნიჟარაძე: მოქალაქეებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა კაფე ,,ჰავანაში“, PCR ტესტის უფასო ჩატარება შეუძლიათ

აჭრის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოქალაქეებს, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქობულეთის COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებთან PCR ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მინისტრი ოფიციალურ გვერდზე წერს.

მინისტრის განმარტებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტებს ტესტირება უფასოდ შეეძლებათ.

“მოქალაქეთა საყურადღებოდ, ვინც  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში:
„მედჰაუსი“ – ქ. ქობულეთი, მის: 26 მაისის ქ. N 2

“საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” – ქ. ბათუმი, მის: ბარათაშვილის ქ. N 30

ტემპერატურის და სხვა სიმპტომების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ ცხელების კლინიკებს:
“ინფექციური საავადმყოფო” – ქ. ბათუმი, მის: ქათამაძის ქ. N 11
რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო – ქ. ბათუმი, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N 2
“მედემერჯენსი” – ქ. ბათუმი, მის: მელიქიშვილის ქ. N 102 ა

შეგახსენებთ რომ დღეის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ორი კაფე ,,ჰავანას“ კონტაქტია”, – წერს ნინო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები