,,შენი იდეა ბათუმს” – მერია მოქალაქეების იდეებს 500 000 ლარით დააფინანსებს

,,შენი იდეა ბათუმს“ – პროექტის ფარგლებში 2021 წლის იდეების მიღება დაიწყო. პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით განისაზღვრება ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
იდეების რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ ვებგვერდზე www.idea.batumi.ge 5 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
პროექტის განხორციელების მიზნით ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.
პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia-სა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები