მთა ღომაზე მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

მთა ღომაზე მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
:საბჭოს წევრებმა ისაუბრეს შუახევის ტურისტული პოტენციალისა და შიდა ტურიზმის მნიშვნელობაზე, საქველმოქმედო აქციებზე, მუნიციპალური ტრანსპორტის აუცილებლობაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დგას ახალგაზრდობის წინაშე.

მერმა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა COVID-19-თან ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ესაუბრა იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილია მუნიციპალიტეტში.

ყურადღება გაამახვილა მთა ღომის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და იმ პერსპექტივაზე, რომელიც გააჩნია მას ტურისტული თვალსაზრისით.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და ა.შ.”, – ნათქვამია მერიის ინფორამციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები