ლენჯერის თემში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის სასურსათო პროდუქტის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს
“მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, სადაც კორონავირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებითი, განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს,
მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენური საჭიროების ნივთების და საკვები პროდუქტის გადაცემის
პროცესი მიმდინარეობს”,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დახმარება გაეწევა ლენჯერის თემში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს.
პირადი საჭიროების ჰიგიენურ ნივთებს და საკვებ პროდუქტს, ლენჯერის მოსახლეობას, მესტიის
მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია ერთობლივად გადასცემს.
,,რაიონში ვერ შევდივართ მოწყვეტილი ვართ ყველაფერს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ეს დახმარება”, – აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ადგილობრივები და გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
პროდუქტების დარიგების პროცესში პირადად ჩართულია მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.