სოლომონ პავლიაშვილი “მთავარი არხის” ინფორმაციაზე: კორონავირუსის პერიოდში ასეთი ფეიკ-ნიუსების გავრცელება არის რუსული ნარატივი 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი დეზინფორმაციას და რუსულ ნარატივს უწოდებს „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ლენჯერის მოსახლეობას მარაგი ამოეწურა, დახმარება არ შედის და ამის გამო მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გეგმავს.

მისი თქმით, ლენჯერში საკვების მომარაგების მხრივ პრობლემა არ არის, არც ყოფილა და ვერც იქნება.

„მე თვითონ ვიმყოფებოდი ოთხი დღე იქ. მოეხსენებათ, იქ მუშაობს შტაბი და ასეთი დეზინფორმაციისგავრცელება არის სრულიად მიუღებელი. მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ კორონავირუსის პერიოდშიასეთი ფეიკ-ნიუსების გავრცელება არის სუფთა რუსული ნარატივი. მე ვიმყოფებოდი თითქმის ბევრ თემში, ეს იყო
ჭუბერის მიმართულება, ნაკრას, უშგულის მიმართულება და სხვა. ზოგადად არის 17 თემი, 160 სოფელი. ყველა სოფელს ვაკონტროლებდით, სად რა პროდუქცია მიდიოდა. 4 დღის განმავლობაში 80 დისტრიბუციის მანქანა შევიდა. შევიტანეთ დაახლოებით 3 ტონამდე შაქარი. თითქმის 30 ტონა ფქვილი. ორ ტონა ნახევარი ზეთი. ცალკე მიმართულებით გავუშვით ცენტრში 2,5 ტონა ზეთი, კიდევ 3 ტონა ზეთი დამატებით სოფლებში განაწილდა. აღარ ვსაუბრობ მაკარონზე, ბურღულეულზე, ჰიგიენურ პროდუქტებზე. აბსოლუტურად ყველა სოფელი გვყავს კონტროლზე. უფრო მეტიც, მე ვთხოვე იქ მოსახლეობას, რომ თუ კი ვინმეს რამე პრობლემა აქვს პირდაპირ ჰქონდეს კავშირი სოფლის რწმუნებულთან”,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, განწყობა არის ძალიან დადებითი და ნურავინ ეცდება იქ რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას.

„ნურავინ ეცდება იქ რაიმე დესტაბილიზიაცია შეიტანოს, მაგას ვერც მოახერხებს. ჩვენ ეს ხალხი გვყავს მუდმივ კონტროლზე, რომ არ შეექმნათ პროდუქციაზე რამე პრობლემები. მინდა დაგარწუნმოთ, არცერთ სოფელს, არცერთ თემს, თვითონ მესტიას არანაირი პრობლემა არ ექნება. რაც შეეხება ლენჯერს, სადაც არის უშუალოდ ეპიდემიის ცენტრი, არც ლენჯერში არ არის პრობლემა საკვების მომარაგების მხრივ, არც ყოფილა და ვერც იქნება. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ფქვილით და ბურღულეულით სავსე დისტრიბუციის სავსე მანქანები გვყავს გაჩერებული, რომ თუ რომელიმე სოფელს სჭირდება და დარეკავს რწმუნებული, რომ ჩვენ ავუტანოთ, თუკი რომელიმე დისტრიბუტორი არ ადის. თუმცა არცერთ დისტრიბუტორს მათ შორის ქსელურს, რომლებიც არ ადიოდნენ სოფელში და იქ არ ადიოდა ადგილობრივი დისტრიბუცია სამეგრელოდან დისტრიბუცია ისინიც კი ადიან. რაც შეეხება ბოსტნეულს, სამეგრელოდან და ქუთაისიდან ვამარაგებთ”, – აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები