ადიგენში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

დაბა ადიგენის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე ნაგებობა და 700 კუბინი წყლის რეზერვუარი, მოხდა წყლის ქსელის სრული რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფილტრე ნაგებობის მოწყობა და გამრიცხველიანება.

ცნობისთვის, პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 2 995 137 ლარია.

“მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილთან და წყალმომარაგების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად”,- განაცხადეს მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები