ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის წინ მდგომ პირებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი პიროვნება ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.