ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბაღდათის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება
ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება.
საკითხი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით “ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის” შესახებ.
კოდექსი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებს ბავშვის დაცვის სფეროში, რომელიც, პირველ ყოვლისა, მოიცავს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის შექმნას და ის განახორციელებს როგორც საკუთარ, ასევე – დელეგირებულ უფლებამოსილებებს.
შექმნილმა სტრუქტურულმა ერთეულმა ფუნქციონირება მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.