„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე მცხეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ძველი ქანდის, ქვემო წეროვნისა და წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის მოსახლეობას შეხვდა.
შალვა კერესელიძემ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
„მოსახლეობის განწყობა ძალიან კარგია. ისინი გულწრფელად აღნიშნავენ გასულ წლებში გაკეთებულ სიკეთეებს, მაგალითად, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს. ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ და მისი მოგვარება მომდევნო წლებში ჩვენთვის პრიორიტეტულია”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
დეპუტატობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ათამდე სოფლის მოსახლეობას უკვე შეხვდა, ის მომდევნო თვეების განმავლობაში ამომრჩევლებთან შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის ყველა სოფელში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები