თამარ გაბუნია: კორონავირუსის გადაცემა გაყინული საკვები პროდუქტით ან ნებისმიერი სახის საკვებით არ ხდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, გაყინული საკვები პროდუქტით კორონავირუსული ინფექციის გადაცემის ალბათობა არ არსებობს. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს.
„ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ყველაფერი, რაც ვირუსის გადაცემის გზას უკავშირდება. დღემდე ჩვენი ცოდნა ემყარება იმ მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მიმართულებით იძლევა. ჩვენ ამაზე ინდივიდური კონსულტაციებიც გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პასუხი არის ცალსახად უარყოფითი. ინფექციის გადაცემის ამგვარი გზა გაყინული საკვები პროდუქტით ან ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტით არ არსებობს. თუ შეიცვალა ეს მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი რეაგირებაც გვექნება“, – განაცხადა გაბუნიამ.
​ცნობისთვის, გუშინ ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ქათმის ხორცი ერთერთ უდიდეს ბრაზილიულ კომპანია Aurora-ს ეკუთვნის. კომპანიის განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები