საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს უფასო სკრინინგი ჩატარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა, უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, საგარეჯოს ,,ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკის ბაზაზე საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მოქალაქეთა რეგისტრაციის პროცესს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-ალექსი გილაშვილი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი -ეთერ კიღურაძე და ჯეოჰოსპიტალსის საგარეჯოს ფილიალის დირექტორი- დავით ქაჯაია ესწრებოდნენ.

თითოეულმა მათგანმა პროგრამის დადებით მხარეებზე ისაუბრა და ურთიერთთანამშრომლობის მუდმივი მზაობა გამოთქვეს.

უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება: ძუძუს უფასო სკრინინგით სარგებლობა 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებს შეუძლიათ, საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი კი განკუთვნილია 25–დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის.

ეროვნული სკრინინგ ცენტრი აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და ამ პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. “ჯეოჰოსპიტალსი” , როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ჩაერთო საინფორმაციო კამპანიაში და აქტიურად უჭერს მხარს კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მათი გავრცელების შეზღუდვა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები