რუსთაველის გამზირზე, ბელარუსი მოქალაქეების ორგანიზებით, ბელარუსში აქციის მონაწილეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 

რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან ბელარუსი მოქალაქეების ორგანიზებით, ბელარუსში, აქციის მონაწილეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

პირველ გიმნაზიასთან შეკრებილები მოითხოვენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცოს და ,,ბელარუსი ხალხის გვერდით დადგეს”.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები კვირიდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, მიმდინარეობს. პროტესტი წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, მოქმედ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 80,23%-მა დაუჭირა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული 3 დღის განმავლობაში აქციის 2000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. საავადმყოფოებში კი, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციების დროს დაშავებული 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები