ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის გაყიდვა დაიწყო
ინდოეთის ფარმაცევტულმა კომპანია Zydus Cadila-მა COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატის Remdac-ის გაყიდვა დაიწყო.
შესაბამის ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ Remdac-ის გაყიდვა ამჟამად მხოლოდ ინდოეთში მიმდინარეობს.
მედიკამენტი წარმოადგენს “რემდისივერის” საფუძველზე შექმნილ, ყველაზე დაბალფასიან არადაპატენტებულ მედიკამენტს.
ერთი 100 მგ ფლაკონის ღირებულებაა 2 800 ინდური რუპია ან $37,4.
არადაპატენტებული პრეპარატის გაყიდვის დაწყება უკავშირდება ინდოეთის რიგი შტატის ხელმძღვანლობის წუხილს მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით.