ზემო სხვილისში გარეგანათების სისტემა დამონტაჟდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სხვილისში გარე განათების სისტემა მოეწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლების საერთო კრებებაზე ხმათა უმრავლესობით იქნა შერჩეული. ზემო სხვილისის მაცხოვრებლები ახალი გარეგანათებით რამდენიმე დღეა, უკვე სარგებლობენ და ღამის საათებში უსაფრთხოდ გადაადგილდებიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები