“მიყვარს ეს ბიჭი და ჩემი ნებით გავყევი” – გორიდან გატაცებული 17 წლის გოგო უკან დააბრუნეს

11 აგვისტოს გორიდან გატაცებული 17 წლის გოგო უკან დააბრუნეს. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გოგონა პოლიციის განყოფილებაში სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოიკითხა. მან კატეგორიულად უარყო მის მიმართ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

“არავის მოვუტაცებივარ, მიყვარს ეს ბიჭი და ჩემი ნებით გავყევი მას. კიდევ გავყვები”, – განაცხადა გოგონამ.

შეგახსენებთ, 17 წლის გოგონას გაუჩინარების შესახებ ორგანიზაცია ,,საფარს” ოჯახის წევრებმა აცნობეს. მათი განცხადებით, დაოჯახების მიზნით, 17 წლის გოგო მოიტაცეს. ქალთა უფლებადამცველები პოლიციის მხრიდან დროულ რეაგირებასა და ეფექტურს გამოძიებას ითხოვდნენ.

ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები