ადიგენის მერი არალისა და წარბასთუმანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი – ზაქარია ენდელაძე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე პროცესს ადგილზე ეცნობა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“აქტიურად მიმდინარეობს სოფელ არალისა და სოფელ წარბასთუმანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 3კმ ბეტონის საფარიანი გზა სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 1249 999 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები