გოგი მეშველიანი: დიდგორი ქართველი ხალხის გამარჯვების, ერთიანობისა და უძლეველობის სიმბოლოა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა დიდგორობის სახალხო დღესასწაული მოსახლეობას დიდგორის ველიდან მიულოცა.

“გილოცავთ დიდგორობას! დიდგორი – ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვების, ერთიანობისა და უძლეველობის სიმბოლო.
დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებულად გვიწევს ჩვენი ეროვნული გამარჯვების დღის აღნიშვნა.
გადავწყვიტეთ, მოვსულიყავით აქ, სადაც საქართველოს ძლიერ სახელმწიფოებრიობას ჩაეყარა საფუძველი და მოკრძალებულად აღგვენიშნა საქართველოს უდიდესი გამარჯვების დღე.
ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გაძლიერებასა და გამთლიანებას. მწამს, რომ მიზანდასახული, თანმიმდევრული შრომით აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები