ჩხოროწყუს მერმა მშვიდობისა და განვითარების აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს მადლობის სიგელი გადასცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ მშვიდობისა და განვითარების აკადემიის აღმასრულებელ დირექტორ მაკა სართანიას COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში მერიის აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, კერძოდ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირებისა და ხანდაზმულების უანგარო დახმარებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
მაკა სართანიას ხელმძღვანლობით, მუნიციპალიტეტში ასევე ხორციელდება შემდეგი პროექტები:
,,გააძლიერე ცვლილებებისთვის“ ,რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას.
ასევე, ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ დანიურ ორგანიზაცია crossing borders-თან ერთად ფონდი CISU-ს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ,,მშვიდობის ახალგაზრდა ელჩები”, რომელიც გულისხმობს მშვიდობის აღმშენებლობას, არაძალადობრივი კომუნიკაციის, აქტიური მოქალაქეობის უნარების გაძლიერებას ახალგაზრდებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები