თელავში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მერაბ ამბროსიძის ცხედარი ადგილობრივმა ერთერთი ღვინის ქარხნის მიმდებარედ, ტყეში აღმოაჩინა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ის სხვა დროსაც გაუჩინარებულა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115 – ე მუხლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები