“მადლობა თითოეულ მოხალისეს გაწეული შრომისთვის​” – ამბროლაურელთა თანადგომა ონელებს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზარალებული სოფლებისა და ეზო-კარმიდამოების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეზობელი ონის მუნიციპალიტეტს, ამჯერად, ამბროლაურის მერიის სამსახურებისა და მოხალისეებისგან შექმნილი ჯგუფები დაეხმარა. მობილიზებული იქნა მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე ტექნიკა, რომელიც სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩება.

როგორც ამბროლაურის მერი – ზვიად ზვიად მხეიძე ამბობს, სტიქიის პერიოდმა დაადასტურა, რომ, კოორდინებული მუშაობითა და შრომით, მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

„მადლიერება მინდა, გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მისამართით, ვინც აქტიურად ჩაერთო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. მადლობა თითოეულ მოხალისეს გაწეული შრომისთვის. აქტიური ჩართულობითა და ერთმანეთის გვერდით დგომით, ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთებაა შესაძლებელი“, – განაცხადა ამბროლაურის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები