თორნიკე რიჟვაძე: რამდენადაც ტრაგიკული იყო შინდისის გმირების აღსასრული, იმდენად დიდი იყო მათი თავდადება ქვეყნის წინაშე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის წევრებმა და საჯარო პირებმა შინდისის ბრძოლის გმირები გაიხსენეს და 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მათ შინდისის გმირების სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ამავე სახელობის სკვერში, სიმბოლურად, გმირულად დაღუპული მეომრების სახელზე 17 ხე დარგეს.

,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომის ყველაზე გამორჩეულ ჯარისკაცებს, შინდისის გმირებს. რამდენადაც ტრაგიკული იყო მათი აღსასრული, იმდენად დიდი გმირობა და თავდადება გამოიჩინეს მათ ქვეყნის წინაშე. ესაა ნამდვილი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი პატრიოტი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები