ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. “კოვიდ 19″ ტრაილერის მძღოლს,  60 წლის მამაკაცს დაუფიქსირდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

” გუშინ ერთერთი “ცხელების ცენტრიდან” შემოიყვანეს 60 წლის მამაკაცი, დადასტურებული კოვიდ ინფექციით. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებების გარეშე”, – განაცხადა ნადირაძემ.

კლინიკის ინფორმაციით, მამაკაცი ქუთაისელია და მის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

ამ დროისათვის, ქუთაისის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები