ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 141 ნიმუშიდან ყველას პასუხი უარყოფითია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 141 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. გამოკვლეულთა შორისაა “ცხელების ცენტრის” 17 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 27 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 80 თანამშრომელი, სამი მძღოლი და დადასტურებული შემთხვევის ერთი კონტაქტი.

რაც შეეხება მესტიაში აღებულ 300-ზე მეტ ბიოლოგიურ მასალას, მათი პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები