აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება

აჭარაში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ამავე დროს “კოვიდ ცენტრია”, მკურნალობის კურსს 17 პაციენტი გადის.

მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები