გია გაჩეჩილაძე: “ევროპის მწვანეთა პარტია” “საქართველოს მწვანეთა პარტიის” მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნაზე დაეთანხმა
“ევროპის მწვანეთა პარტია” “საქართველოს მწვანეთა პარტიის” მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნაზე დაეთანხმა”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“ევროპის მწვანეთა პარტია” დაეთანხმა „საქართველოს მწვანეთა პარტიის” მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნაზე!
რამდენიმე დღის წინ „საქართველოს მწვანეთა პარტიამ”, როგორც „ევროპის მწვანეთა პარტიის” თანადამფუძნებელმა და მმართველი საბჭოს წევრმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლებად მოიწვია „ევროპის მწვანეთა პარტიისა” და ევროპის პარლამენტის „მწვანეთა ფრაქციის” წარმომადგენლები!
“საქართველოს მწვანეთა პარტია” აგრეთვე მოამზადებს რეზოლუციის პროექტს ჩატარებული არჩევნების ყველა ასპექტის შესახებ „ევროპის მწვანეთა პარტიის” 2020 წლის ვარშავის საბჭოსთვის!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.